ქართველი მწვრთნელები უცხოეთში - არველაძის და მახარაძის გუნდებმა მოიგეს #1TVSPORT
თურქეთის სუპერლიგაში შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილმა „ქასიმფაშამ“ სტუმრად „რიზესფორი“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. შვიდი ტურის შემდეგ „ქასიმფაშა“ 8 ქულით სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.
მოლდოვის სუპერლიგაში „პეტროკუბმა“, რომელსაც შოთა მახარაძე წვრთნის, აუტსაიდერ „სპარტა სელემეტს“ უმასპინძლა და 2:0 მოუგო. ქართველი მწვრთნელის გუნდი ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და ლიდერს, ტირასპოლის „შერიფს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.
კახა ცხადაძის „გაბალა“ აზერბაიჯანის ჩემპიონატში „ყარაბაღთან“ მე-3 წუთიდან 10 მოთამაშით დარჩა და 0:2 დამარცხდა. კვიპროსის სუპერლიგაში კი თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ ნიქოზიას „ომონიას“ უმასპინძლა და 0:5 წააგო.