ქართველი ლეგიონერები ევროპაში – ქოჩორაშვილი „სპორტინგში“ შეცვლაზე ათამაშეს #1TVSPORT
ალექსანდრე ნარიმანიძემ 90 წუთი ითამაშა „ჟილინაში“, რომელიც სლოვაკეთის ჩემპიონატში „ტრენჩინს“ ესტუმრა და სეზონში პირველად დამარცხდა – 1:2.
ექსტრაკლასაში პლოცკის „ვისლამ“ ვარშავის „ლეგიას“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მცველი სანდრო კალანდაძე „ვისლას“ სათადარიგოებში იყო და მოედანზე 85-ე წუთზე შევიდა.
პორტუგალიის ჩემპიონატის მე-2 ტურში გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგმა“ საშინაო არენაზე კაცნაკლულ „აროუკას“ 6:0 მოუგო. გუნდის მწვრთნელმა რუი ბორხესმა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მოედანზე 73-ე წუთზე შეცვლაზე შეუშვა.