ქართველი კარატისტების 5 მედალი თეირანიდან - 1 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
ქართველი კარატისტების 5 მედალი თეირანიდან - 1 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო

2018 წლის 15-16 დეკემბერს ირანის დედაქალაქ თეირანში გაიმართა ყოველწლიური XIV საერთაშორისო ტურნირი კარატეში, რომელშიც მსოფლიოდან 15 ქვეყნის 1500-მდე სპორტსმენს შორის საქართველოს შოტოკან კარატეს კონფედერაციის გუნდმაც მიიღო მონაწილეობა.

ამ პრესტიჟულ შეჯიბრზე, რომელიც ირანის კარატეს ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა, ქართველმა კარატისტებმა ზედიზედ მეშვიდედ მიიღეს მონაწილეობა და ამჯერადაც წარმატებით იასპარეზეს: ოქროს მედალი მოიპოვა ნოდარ ხაჩიშვილმა ვეტერან კარატისტებს შორის ინდივიდუალურ კატაში, ასევე უფროს კატეგორიაში ინდივიდუალურ კატაში ვერცლის მედალი აიღო მზეჭაბუკ მახარაძემ, ანდრია კარბაიამ ვერცლის მედალი 13-14 წლის ასაკის სპორტსმენებს შორის ინდივიდუალურ კუმიტეში, -55 წონით კატეგორიაში. კიდევ ერთი ვერცხლის მედალი დაიმსახურა დავით გელაძემ კუმიტეში 15-17 წლის ვაჟებს შორის +55 წონით კატეგორიაში, საბა აბუსერიძემ კი 11-12 წლებს შორის კატაში ბრინჯაოს მედალი და III ადგილი დაიკავა.