ქართველი ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგაზე | გიორგი ზარიამ „ქაირათის“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ფაზის ეგიდით გიორგი ზარიას ალმატის „ქაირათმა“ პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
ქართველმა ნახევარმცველმა ტურნირზე ალმათის „ქაირათში“ თითქმის ყველა შეხვედრა ჩაატარა, ამჯერად კი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 45 წუთი გაატარა.
გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი“ მიუნხენის „ალიანს არენაზე“ „ბაიერნს“ ესტუმრა. მართალია, „სპორტინგი“ მეორე ტაიმში დაწინაურდა, მაგრამ საბოლოოდ 1:3 დამარცხდა.
ქართველი ფეხბურთელი პორტუგალიური გუნდის განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა.
ძირითადი ფაზის ექვსი თამაშის შემდეგ „ქაირათი“ ცხრილში 35-ე ადგილზეა, ხოლო „სპორტინგი“ მე-9 პოზიციას იკავებს. შესაძლოა, გუნდების პოზიციები ტურის დასრულების შემდეგ შეიცვალოს.