ქართველების „ვოლფსბერგერმა“ ევროსაგზური ვერ მოიპოვა #1TVSPORT
ქართველების „ვოლფსბერგერმა“ ევროსაგზური ვერ მოიპოვა #1TVSPORT

ავსტრიული „ვოლფსბერგერი“, რომელმაც 2020-21 წლების სეზონში ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა, ევროსაგზურის გარეშე დარჩა.

გუნდმა, სადაც ორი ქართველი თამაშობს, ბუნდესლიგის რეგულარული სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა და კონფერენციათა ლიგის დარჩენილი ერთი საგზურისთვის პლეი-ოფში ვენის „აუსტრიას“ შეხვდა.

მანამდე, ვენის გუნდი 24 მაისს ერთმატჩიან რაუნდში გასვლაზე „ჰარტბერგს“ დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა. „აუსტრია“ „ვოლფსბერგერთანაც“ უკეთ გამოიყურებოდა – პირველი მატჩი 3:0 მოიგო და ფაქტობრივად, ევროსაგზურის მოპოვების შანსი დაკარგა.

საბოლოოდ, ქართველების გუნდს იმედი განმეორებით შეხვედრაში გადაეწურა. ამ მატჩში „ვოლფსბერგერის“ ძირითად შემადგენლობაში ორივე ქართველმა შეუცვლელად ითამაშა – ლუკა ლოჩოშვილმა და გურამ გიორბელიძემ. ვენის „აუსტრიამ“ განმეორებითი მატჩი სტუმრადაც მოიგო 2:1 და კონფერენსლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ „აუსტრიაში“ მისვლას მერაბ ჟორდანია აპირებს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვენის გუნდში ახალი ინვესტორის დაანონსებული პრეზენტაცია არ შემდგარა.