ქართველები კონფერენს ლიგაზე - ბეგლარიშვილმა „სენტ ჯოზეფს“ გაუტანა #1TVSPORT
ქართველები კონფერენს ლიგაზე - ბეგლარიშვილმა „სენტ ჯოზეფს“ გაუტანა #1TVSPORT

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში რამდნეიმე ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა.

მოულოდნელი შედეგით დასრულდა მატჩი უნგრეთში, სადაც ბუდუ ზივზივაძისფეჰერვარმა“ სომხეთის წარმომადგენელი ერევნის „არარატი“ მიიღო. ზივზივაძე მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს, როდესაც ანგარიში 0:0 იყო.

უნგრელებმა ანგარიში 84-ე წუთზე მასტრე ჰეისტერის გოლით გახსნეს. მაგრამ ერევნელებმა ბოლომდე იბრძოლეს და ანგარიში დიმიტრი პობულიჩის გოლით 90+3-ე წუთზე გაათანაბრეს. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

თამაზ პერტიას გაწვრთნილი „ვალმეირალიეტუვაშისუდუვას“ ესტუმრა და 90+6-ე წუთზე გაშვებული გოლით 1:2 დამარცხდა. ლატვიელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ლუკა გადრანი, ხოლო შეცვლაზე 70-ე ლუკა სილაგაძემ ითამაშა.

ტალინის „ლევადიამ“ გიბრალტარის „სენტ ჯოზეფს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. ანგარიში მე-2 წუთზე ზაქარია ბეგლარიშვილმა გახსნა, რომელიც 63-ე წუთზე შეცვალეს. ესტონელთა შემადგენლობაში ანტონ თოლორდავას არ უთამაშია.

კონფერენციათა ლიგაზე განმეორებითი მატჩები 15 ივლისს გაიმართება.