ქართველები ესპანეთში | ქოჩორაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო – გოჩოლეიშვილი ტრავმის გამო შეცვალეს #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილის „სევილია“ ლა ლიგაში „ესპანიოლს“ ესტუმრა და 10 კაცით დარჩენილმა ქულა მოიპოვა – 1:1.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი „სევილიის“ ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა, 54 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.
კარგია, რომ ქოჩორაშვილს ესპანურ გუნდში სათამაშო დრო ეძლევა და, წესით, სექტემბერ-ოქტომბრის სანაკრებო თამაშებს სასურველ ფიზიკურ კონდიციებში შეხვდება.
ლა ლიგა 2-ში გიორგი გოჩოლეიშვილი კვლავ „კადისის“ ძირითად შემადგენლობაში იყო „ალმერიასთან“ მატჩში, მაგრამ 54-ე წუთზე შეცვალეს. მიზეზად ქართველი მცველის ტრავმა დასახელდა. „კადისი“ 2:3 დამარცხდა.