„ქართული ოცნების“ ოფისთან დაკავებული პირების პროცესი ორშაბათისთვის გადაიდო
„ქართული ოცნების“ ოფისთან დაკავებული პირების პროცესი ორშაბათისთვის გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოძრაობა „შეცვალეს“ სამი წევრის სასამართლო პროცესი, რომლებიც „ქართული ოცნების“ ოფისთან წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს, ორშაბათისთვის გადაიდო.

სამართალდამცველების განცხადებით, მათ „შეცვალეს“ წარმომადგენლები დააკავეს, რადგანაც ისინი გზის სავალ ნაწილზე იმყოფებოდნენ და იგინებოდნენ. მათივე თქმით, აღნიშნული პირები არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველების მოთხოვნებს და ისინი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით დააკავეს.

სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე შსს-მ წარადგინა სამხრე კამერების ჩანაწერები, რომელიც, მათი ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ასახავს.

დაკავებულები აცხადებენ, რომ კანონი არ დაურღვევიათ.

სამივე განსასჯელმა სასამართლოს შენობა დატოვა.

დატოვე კომენტარი