ქართული ლეგიონი - გოჩოლეიშვილი „შახტარის“ შემადგენლობაში გამოჩნდა #1TVSPORT
ქართული ლეგიონი - გოჩოლეიშვილი „შახტარის“ შემადგენლობაში გამოჩნდა #1TVSPORT

სლოვაკეთის ფორტუნა ლიგში ქართული სამეულის „სლოვანი“ გასვლაზე „პოდბრეზოვას“ დაუპირისპირდა და საჩემპიონო ჯგუფში პირველი მატჩი მოიგო – 2:1. გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, გიორგი ჩაკვეტაძე კი განაცხადში არ ყოფილა.

თურქეთის სუპერლიგის შეხვედრაში „სივასფორთან“ სათადარიგოებში იყო „ანკარაგიუჯუს” თავდამსხმელი გიორგი ბერიძე, მისმა გუნდმა კი 2:0 წააგო. ასევე სკამიდან ადევნებდა თვალს მატჩს „ქარაგიუმრუქის“ შემტევი საბა ლობჟანიძე – „ბაშაქშეჰირთან“ დაპირისპირებაში ქართველის გუნდმა ქულა მოიპოვა – 2:2.

უკრაინის პრემიერლიგაში ბექა ვაჩიბერაძემ 62-ე წუთი ითამაშა ხარკოვის „მეტალისტი 1925“-ში, რომელშიც გუნდმა გასვლაზე „ვორსკლასთან“ ქულა მოიპოვა 0:0. როგორც იქნა, „შახტარის“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა გიორგი გოჩოლეიშვილი „რუხთან” (2:0), მეორე ტაიმში კი დაასვენეს.

ჩეხეთის I ლიგაში ვახტანგ ჭანტურიშვილისზლინი“ გასვლაზე „სლოვაცკოსთან“ 3:0 დამარცხდა. ქართველმა შემტევმა 74 წუთი ითამაშა. დაბოლოს – დათა ხოჭოლავამ დანიის სუპერლიგაში „კოპენჰაგენის” ფორმით შეუცვლელად ითამაშა „ვიბორგთან“ (2:1), მაგრამ ნაკრებს ვერ დაეხმარება, რადგან, სავარაუდოდ, ხვალ მენისკის ოპერაციას გაიკეთებს.