ქართული ძიუდოს „პაპა“ გურამ პაპიტაშვილი გარდაიცვალა #1TVSPORT
ქართული ძიუდოს „პაპა“ გურამ პაპიტაშვილი გარდაიცვალა #1TVSPORT

გურამ პაპიტაშვილი იყო საბჭოთა კავშირის სტუდენტთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი, ასევე საბჭოთა კავშირის პირველი ნაკრების მწვრთნელი.

ქართული ძიუდოს ისტორიაში ევროპის პირველი ჩემპიონი მისი შეგირდი ანზორ ქიბროწაშვილი გახდა. ასევე მისი აღზრდილი იყო პირველი ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ჩოჩიშვილი. პაპიტასვილი გივი ზაუტაშვილთან ერთად მსოფლიოს პირველ ჩემპიონს, თემურ ხუბულურს წვრთნიდა.

მისი აღზრდილები არიან ძიუდოისტები – როინ მაღალთაძე, გიორგი თენაძე და სამბისტი ჯემალ მჭედლიშვილი.

იყო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზკულტურის კათედრის გამგე.

გურამ პაპიტაშვილი დღეს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.