ქართული დერბი ქართველების გარეშე - ბელგიაში მიქაუტაძემ ვერ გაიტანა, შენგელია სენსაციის მონაწილე გახდა #1TVSPORT
ქართული დერბი ქართველების გარეშე - ბელგიაში მიქაუტაძემ ვერ გაიტანა, შენგელია სენსაციის მონაწილე გახდა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძისთვის წარუმატებელი გამოდგა ბელგიის ჩემპიონატის მე-9 ტურის მატჩი, რომელშიც მისი გუნდი დიდი ანგარიშით დამარცხდა.

სერენი“ „გენკს“ სტუმრად შეხვდა. ამჯერად, გოლების მანქანად მონათლულმა ქართველმა თავდამსხმელმა გატანა ვერ მოახერხა. მატჩის გმირი „გენკის“ თავდამსხმელი ებერე ანუაჩუ გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი (42, 44, 49 წუთებზე) შეასრულა და „სერენი“ 3:0 დაამარცხა.

ზულტე-ვარეგემმა“ „კორტრეიკი“ საკუთარ მოედანზე მიიღო და ქულა მოიპოვა – 2:2. მასპინძელთა რიგებში არ უთამაშია ლუკა ზარანდიას, რომელიც ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას ასრულებს და სავარაუდოდ, მოედანს ოქტომბერში დაუბრუნდება. სტუმართა განაცხადში ვერ მოხვდა ცოტნე ბენდიანიშვილი, რომელმაც გუნდთან პროფესიული კონტრაქტი ერთი თვის წინ გააფორმა.

ტურის სენსაცია „ლეუვენმა“ დააფიქსირა. ლევან შენგელიას გუნდი ბოლოდან მეორე ადგილზე იმყოფება და ტიტულოვან „ბრიუგესთან“ მის შანსს მიზერულად აფასებდნენ. თუმცა „ლეუვენმა“გასვლით შეხვედრაში ქულა მოიპოვა 1:1. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სათადარიგოებში იყო და მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა.

ბელგიის ჩემპიონატში მე-9 ტურის შემდეგ „კორტრეიკი“ 14 ქულით მე-7 პოზიციაზეა, „გენტი“ (11) – მე-11-ზე, „ვარეგემი“ (9) მე-15-ზე, ხოლო „ლეუვენი“ (მე-17-ზე).