ბელგიური გამოცემა - მიქაუტაძე ბელგიის უმაღლეს ლიგასაც კარგად მოერგო  [ვიდეო] #1TVSPORT
ბელგიური გამოცემა - მიქაუტაძე ბელგიის უმაღლეს ლიგასაც კარგად მოერგო  [ვიდეო] #1TVSPORT

„გიორგი მიქაუტაძე – არის თუ არა ბელგიის ლიგის ის თავდამსხმელი, რომელსაც უნდა დავაკვირდეთ?“ – ამ სათაურით გამოაქვეყნა ბელგიურმა გამოცემა voetbalkrant-მა მასალა საქართთველოს ნაკრებისა და „სერენის“ 20 წლის თავდამსხმელზე, რომელმაც ბელგიაში დაბრუნების შემდეგ ჟუპილერლიგაში პირველი გოლი ვიცე-ჩემპიონ „ანტვერპენს“ გაუტანა.

„ანტვერპენში გასვლით შეხვედრაში „სერენმა“ კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ზაფხულიდან კლუბს კვლავ შეუძლია დაეყრდნოს საკუთარ მეგოლეს, რომელიც გასულ სეზონში ეხმარებოდა – მიქაუტაძე კვლავ „სერენში“ თამაშობს. გასულ კვირას მიქაუტაძეს ჯუპილერლიგაში თამაშის უფლება რომ მიეცეს, „სტანდარტთან“ პირველ მატჩში გატანა ვერ შეძლო. მაგრამ 20 წლის თავდამსხმელმა ეს ოთხშაბათს მოახერხა და ბელგიის თასზე „ლოკერენ-ტემზას“ სამჯერ გაუტანა“, – წერს ბელგიურმა გამოცემა.

voetbalkrant-ის შეფასებით, ქართველი თავდამსხმელი ბელგიის მთავარ ლიგაში კარგად დაბრუნდა:

„დაბრუნების შემდეგ მიქაუტაძემ სასტარტო შემადგენლობაში პირველად „ანტვერპენთან“ ითამაშა და თავდამსხმელმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ის თავიდანვე ახლოს იყო გატანასთან, მაგრამ „ანტვერპენი“ მეკარემ გადაარჩინა. თუმცა, მეორე ტაიმში ვერაფერი გააწყო მიქაუტაძესთან. თავდამსხმელმა ძალიან სწრაფად და ლამაზად გადაუგდო მეკარეს ბურთი. როგორც ჩანს, თავდამსხმელი ბელგიის ჯუპილერლიგასაც მოერგო“.

ბელგიურმა გამოცემამ ქართველის ბელგიური კარიერის პირველი ნაბიჯებიც გაიხსენა:

„გასულ სეზონში მიქაუტაძემ უკვე აჩვენა, რომ მას გოლის ალღო აქვს. თუ მიქაუტაძეს შეუძლია ასევე კარგად ჯუპილერლიგაში ითამაშოს, „სერენს“ ნამდვილად აქვს შანსი, ლიგაში ხანგრძლივი პერიოდი დარჩეს“.