ქალთა მსოფლიო თასზე ნახევარფინალური წყვილები დაკომპლექტდა - მეოთხედფინალის შედეგები და ფაქტები #1TVSPORT
ქალთა მსოფლიო თასზე ნახევარფინალური წყვილები დაკომპლექტდა - მეოთხედფინალის შედეგები და ფაქტები #1TVSPORT

ფაქტები

* მეოთხედფინალიდან ყოფილი ჩემპიონის, იაპონიის გავარდნა ნიშნავს იმას, რომ ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატს ახალი გამარჯვებული ეყოლება. წინა სხვა ჩემპიონები – აშშ, გერმანია და ნორვეგია ადრეული ეტაპებიდან გამოეთიშნენ ბრძოლას.

* ავსტრალია პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში.

* ინგლისი ზედიზედ მესამედ გავიდა ნახევარფინალში.

* შვედეთმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ბოლო 12 მატჩში 10 მოიგო.

* შვედეთი მეხუთედ ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში.

* ესპანეთმა ისტორიაში პირველად ითამაშა მეოთხედფინალურ ეტაპზე.

 

1/4-ფინალი

ესპანეთი-ნიდერლანდები         2:1 დ.დ.

იაპონია-შვედეთი             1:2

ავსტრალია-საფრანგეთი           0:0 პენ. 7:6

ინგლისი-კოლუმბია        2:1

1/2-ფინალი

15 აგვისტო

ესპანეთი-შვედეთი (12:00)

16 აგვისტო

ავსტრალია-ინგლისი (14:00)