ქალთა მსოფლიო თასზე მეოთხედფინალური წყვილები დაკომპლექტდა – მერვედფინალის შედეგები და ფაქტები #1TVSPORT
ფაქტები
* ავსტრალიას ბოლო 14 მატჩში 12 მოგება აქვს. მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა, 24 წელია, არ გამხდარა ჩემპიონი.
* ავსტრალია ბოლო ხუთ ჩემპიონატში მეოთხედ გავიდა მეოთხედფინალში.
* ინგლისი ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში.
* ნიგერიას ზედიზედ ხუთ მატჩში არ გაუტანია გოლი ევროპული გუნდების წინააღმდეგ.
* შეწყდა მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის 16-მატჩიანი სერია, როცა ის თამაშში, მინიმუმ, ერთ გოლს იტანდა.
* აშშ-ის ნაკრები ყოველთვის იღებდა მედალს მსოფლიო ჩემპიონატზე – 4 ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო. ასე რომ, ამერიკელები, რომლებმაც ბოლო ორი ჩემპიონატი მოიგეს, პირველად ვერ მოხვდნენ TOP 4-ში.
* შვედეთმა და აშშ-მ 43-ედ ითამაშეს ერთმანეთში და ევროპულ გუნდს მხოლოდ რვა მოგება აქვს.
* ესპანეთმა პირველად მოიგო დიდი ტურნირის პლეი ოფის მატჩი.
* საფრანგეთმა ბოლო 12 მატჩში მეხუთედ გაიტანა სამ გოლზე მეტი.
* საფრანგეთს ბოლო 13 მატჩში მხოლოდ ერთი წაგება აქვს.
* კოლუმბია პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში.
* იაპონია ერთადერთი გუნდია, რომელმაც ჩემპიონატში ყველა მატჩი მოიგო 90 წუთში.
* იაპონიამ ნორვეგია ზედიზედ მესამედ დაამარცხა.
* ნორვეგიას მსოფლიო ჩემპიონატზე 100 გოლი დაუგროვდა.
* ნორვეგიამ 2015 წლის შემდეგ პირველად წააგო მერვედფინალი.
* ამ ჩემპიონატის რვა დებიუტანტიდან მაროკო ერთადერთი იყო, რომელმაც პლეი ოფში გააღწია.
* მაროკოს გარდა, პლეი ოფში პირველად ითამაშეს იამაიკამ და სამხრეთ აფრიკამ.
1/8-ფინალი
შვეიცარია-ესპანეთი 1:5
იაპონია-ნორვეგია 3:1
ნიდერლანდები-ს. აფრიკა 2:0
შვედეთი-აშშ 0:0 პენ. 5:4
ინგლისი-ნიგერია 0:0 პენ. 4:2
ავსტრალია-დანია 2:0
კოლუმბია-იამაიკა 1:0
საფრანგეთი-მაროკო 4:0
1/4-ფინალი
11 აგვისტო
ესპანეთი-ნიდერლანდები (05:00)
იაპონია-შვედეთი (11:30)
12 აგვისტო
ავსტრალია-საფრანგეთი (11:00)
ინგლისი-კოლუმბია (14:30)
1/2-ფინალი
15 აგვისტო
ესპანეთი/ნიდერლანდები – იაპონია/შვედეთი (12:00)
16 აგვისტო
ავსტრალია/საფრანგეთი – ინგლისი/კოლუმბია (14:00)