ქალთა ფეხბურთი - საქართველოს ნაკრებმა ისრაელთან მინიმალური სხვაობით დათმო
ქალთა ფეხბურთი - საქართველოს ნაკრებმა ისრაელთან მინიმალური სხვაობით დათმო

ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე შეხვედრაში საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები „მიხეილ მესხი არენაზე“ ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

ისრაელის ნაკრები მე-10 წუთზე სწრაფი გოლით კორალ ჰაზანმა დააწინაურა. სტუმრებმა უპირატესობის გაზრდა მეორე ტაიმში მოახერხეს, 61-ე წუთზე თათია გაბუნიას კარი რაჰელ შტაინშნაიდერმა აიღო. ჩვენმა გუნდმა სხვაობის შემცირება 70-ე წუთზე მალევე მოახერხა. შორიდან საჯარიმო დარტყმით მეტოქეს თეონა ბაქრაძემ გაუტანა.

საქართველოს ნაკრები ამის შემდეგ გააქტიურდა, თუმცა 79-ე წუთზე მსაჯმა ნინო პასიკაშვილს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, მოედნიდან გააძევა და ლევან ბაჯელიძის გუნდმა დარჩენილ დროში ანგარიშის გათანაბრება ვეღარ შეძლო.

​საქართველო-ისრაელი 1:2

გოლები: 0:1 ჰაზანი (10), 0:2 შტაინშნაიდერი (61), 1:2 ბაქრაძე (70)

​​27. 10. 2020. თბილისი. სტადიონი „მიხეილ მესხი“

საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი, პასიკაშვილი, ჩხარტიშვილი, ჯოჯუა, ჭიჭინაძე, წყონია, ბაქრაძე, დანელია (46. სულაშვილი), სუთიძე, თოდაძე

​სათადარიგოები: გაბელაია, ნასყიდაშვილი, კახნიაშვილი, შენგელია, გურიელიძე, ძაძუა, ეპიტაშვილი, ბებია, მწყერაშვილი, მინაძე

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

მთავარი არბიტრი: ლიუდმილა ტელბუხი (უკრაინა)

გაფრთხილება: პასიკაშვილი (39)

გაძევება: პასიკაშვილი (79. მეორე ყვითელი)

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-9 შეხვედრას 26 ნოემბერს კვლავ საკუთარ მოედანზე მალტის ნაკრებთან ჩაატარებს.

დატოვე კომენტარი