პსჟ-სა და „ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგაზე თანაბარ შანსებს ანიჭებენ, მესამე „არსენალია“ #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალების შემდეგ ბუკმეიკერებმა განაახლეს კოეფიციენტები ტურნირის მოგებაზე.
ტიტულის მოპოვებაზე თანაბარი შანსები აქვთ „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ბაიერნს“, რომელთა პირველი შეხვედრა პარიზელებმა შინ 5:4 მოიგეს. თასის აღებაზე მათი კოეფიციენტია – 3.0.
მესამე ფავორიტია „არსენალი“, რომლის გამარჯვებაზე კოეფიციენტი 3.25-ს უდრის, რაც შეეხება ნახევარფინალური ეტაპის მეოთხე მონაწილეს, ბუკმეიკერებს „ატლეტიკოს“ ჩემპიონობის არ სჯერათ – 8.95 კოეფიციენტი.
„ატლეტიკომ“ და „არსენალმა“ მადრიდში პირველი მატჩი ფრედ 1:1 დაასრულეს.