პსჟ პლეი ოფში „მონაკოს“ ან „ბრესტს“ შეხვდება, „მანჩესტერ სიტის“ „რეალი“ ან „ბაიერნი“ ელოდება #1TVSPORT

02:53, 30.01.2025

ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბდა პლეი ოფის რაუნდის ბადე.

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ მერვედფინალში გადასასვლელ პლეი ოფში ითამაშებს და ამ ეტაპზე მისი მეტოქე ფრანგული კლუბი იქნება – „მონაკო“ ან „ბრესტი“.

მერვედფინალში გადასასვლელ პლეი ოფში ერთი სუპერწყვილი აუცილებლად შედგება, რადგან „მანჩესტერ სიტი“ „რეალის“ ან „ბაიერნის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

ასევე მოსალოდნელია „იუვენტუსისა“ და „მილანის“ დაპირისპირება.

მერვედფინალში გადასასვლელი პლეი ოფის წილისყრა 31 იანვარს გაიმართება.

მსგავსი