პსჟ-მა ხულიან ალვარესის ტრანსფერზე განაცხადი გააკეთა #1TVSPORT

22:20, 24.04.2026

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე დაინტერესებულია მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდის, ხულიან ალვარესის შეძენით.

აღნიშნავენ, რომ ფრანგული კლუბი მზად არის არგენტინელ ფეხბურთელში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს, აგრეთვე დაუთმოს მადრიდელებს ნახევარმცველი კან-ინ ლი.

წყაროს ცნობით, სავარაუდო გარიგებაში სამხრეთკორეელი ფეხბურთელის ჩართვა შემთხვევითი არ არის, რადგან „ატლეტიკო“ ინტერესდებოდა 25 წლის ლის შეძენით.

მსგავსი