პსჟ-მ „ანჟერსი“ გაანადგურა, ნეიმარს დუბლი და პასი ჰქონდა, მბაპეს - გოლი და პასი (ვიდეო)
პსჟ-მ „ანჟერსი“ გაანადგურა, ნეიმარს დუბლი და პასი ჰქონდა, მბაპეს - გოლი და პასი (ვიდეო)

ლიგა 1-ის ახალი გათამაშების სტარტზე ორი წაგების შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენმა“ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე გადავიდა.

მეექვსე ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე მიიღო „ანჟერსი“ და 6:1 გაანადგურა. დუბლი შეასრულა ნეიმარმა, რასაც ერთი შედეგიანი პასიც დაუმატა. კილიან მბაპეს გოლი და შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. თითო გაიტანეს ალესანდრო ფლორენციმ, იულიან დრაქსლერმა და იდრისა გეიემ.

ეს იყო მეექვსე ტურის პირველი მატჩი და რამდენიმე გუნდს ექნება პარიზელთა გადასწრების საშუალება, ლიდერი კი „რენია“, რომელიც ერთი ქულით უსწრებს პსჟ-ს და ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.