პსჟ კოლუმბიის ნაკრების ვარსკვლავს გაიფორმებს #1TVSPORT
პსჟ კოლუმბიის ნაკრების ვარსკვლავს გაიფორმებს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს აწარმოებს ბრაზილიური „პალმეირასის“ 25 წლის ნახევარმცველის, რიჩარდ რიოსის ტრანსფერზე.

როგორც პორტალი Goal-i წერს, პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პირადად მოიწონა კოლუმბიის ნაკრების ფეხბურთელის ტრანსფერი მომავალი სეზონისთვის მოედნის ცენტრის გასაძლიერებლად. პსჟ-ს ბოსები ოპერატიულად გავიდნენ კავშირზე „პალმეირასთან“ და სარფიანი წინადადებით მიმართეს ბრაზილიურ კლუბს.

თუმცა ფრანგებს სერიოზული კონკურენტი ჰყავს მადრიდის „ატლეტიკოს“ სახით. გარიგება სულ მალე განხორციელდება, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, ვის დარჩება რიოსი.

გასულ სეზონში კოლუმბიელმა 31 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა, მისი კონტრაქტი „პალმეირასთან“ 2028 წლის 31 დეკემბრამდეა ძალაში.