პსჟ-ის მფლობელი ჰარი კეინის ოჯახს შეხვდა #1TVSPORT
პსჟ-ის მფლობელი ჰარი კეინის ოჯახს შეხვდა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ მფლობელი ნასერ ალ-ჰელაიფი ამ დღეებში „ტოტენჰემის“ ფორვარდის, ჰარი კეინის მამასა და ძმას შეხვდა.

გამოცემა Sports Zone-ის მონაცემებით, პარიზულ კლუბს სურს 29 წლის თავდამსხმელის გაფორმება. სავარაუდო გარიგება მოიწონა ესპანელმა სპეციალისტმა, ლუის ენრიკემ, რომელიც უახლოეს დღეებში ჩაუდგება სათავეში საფრანგეთის ჩემპიონს.

კეინის კონტრაქტი „ტოტენჰემთან“ 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

გასულ სეზონში ინგლისელმა პრემიერლიგის 38 მატჩში 30 გოლი გაიტანა.