პსჟ ჰარი მაგუაირის შეძენას აპირებს #1TVSPORT
პსჟ ჰარი მაგუაირის შეძენას აპირებს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანი ჰარი მაგუაირი „პარი სენ-ჟერმენის“ სატრანსფერო სამიზნეა.

გაზეთ The Sun-ის ინფორმაციით, პარიზულ კლუბს ჯერ კიდევ ზამთარში შეეძლო 30 წლის მცველის შეძენა, მაგრამ მხარეებმა ვერ შეძლეს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გარიგების გაფორმება.

„პარი სენ-ჟერმენში“ მაგუაირის ტრანსფერის სავარაუდო თანხა 50 მილიონი ფუნტი შეიძლება იყოს. ინგლისელს კიდევ ორი წელი რჩება კონტრაქტით „მანჩესტერ იუნაიტედთან“.

2022-23 წლის სეზონში მაგუაირმა დაკარგა ადგილი „მანჩესტერის“ სასტარტო შემადგენლობაში. მან 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა და არცერთი შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.