პსჟ ერლინგ ჰალანდის გარშემო სიტუაციას აკვირდება #1TVSPORT

12:19, 20.02.2026

„პარი სენ-ჟერმენმა“ კონფიდენციალური მოთხოვნა გააკეთა „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდის, ერლინგ ჰალანდის გარშემო სიტუაციის შესაფასებლად, – დაწერა ინტერნეტგამოცემა TEAMtalk-მა.

წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის ნორვეგიელი ფორვარდი არ აპირებს „სიტის“ დატოვებას. აღნიშნავენ, რომ მადრიდის „რეალსა“ და „ბარსელონას“ მიაჩნიათ, რომ ჰალანდის კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სწორედ ამ ესპანურ გრანდებს შეუძლიათ, შეიძინონ ჰალანდი მისაღებ ფასად.

ამ სეზონში ფორვარდმა ყველა ტურნირზე 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 29 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი