პსჟ დე ბრუინს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს #1TVSPORT

16:51, 06.04.2025

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი, შესაძლოა, ევროპაში დარჩეს, – წერს გამოცემა El Nacional-ი.

33 წლის ბელგიელმა ორი დღის წინ გამოაცხადა, რომ 2024-25 წლების სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს „სიტის“.

დე ბრუინის გაფორმება სურს „პარი სენ-ჟერმენს“, რომელიც ვეტერან ფეხბურთელში ხედავს ნახევარდაცვის რეალურ გაძლიერებას. პარიზელები მზად არიან, ბელგიელს შესთავაზონ ორწლიანი კონტრაქტი და სოლიდური ხელფასი.

ამასთან, დე ბრუინით ინტერესდებიან საუდის არაბეთის კლუბები, თუმცა თავად ფეხბურთელს ევროპაში დარჩენა სურს.

მსგავსი