პსჟ და ლუის ენრიკე ხელშეკრულების გაგრძელებას განიხილავენ #1TVSPORT
პსჟ და ლუის ენრიკე ხელშეკრულების გაგრძელებას განიხილავენ #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენი“ და ლუის ენრიკე კონტრაქტის გაგრძელების შესაძლებლობებს განიხილავენ.

გაზეთი Le Parisien-ი იტყობინება, რომ მხარეებს შორის უკვე დაწყებულია დიალოგი ახალ ხელშეკრულებაზე. პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას ეს ამოცანა პრიორიტეტულად მიაჩნია, რადგან ესპანელ სპეციალისტს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად თვლის. პსჟ-ში არავინ უშვებს მასთან გამოთხოვების შესაძლებლობას.

თავად ლუის ენრიკესაც მოსწონს საკუთარი სამუშაო და საქმიანი ურთიერთობა ხელმძღვანელობასთან. „ის ბედნიერია პარიზში და პსჟ-ში“, – წერს გაზეთი.

ლუის ენრიკეს მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში. საფრანგეთის ჩემპიონს მაქსიმალურად ხანგრძლივი ვადით სურს ხელშეკრულების გაგრძელება.