ბოლო პერიოდში ბევრი ჭორი გაჩნდა იმის შესახებ, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბის, ბრედლი ბარკოლას მიმართ რამდენიმე კლუბი იჩენს დაინტერესებას.
იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პარიზული კლუბი არ აპირებს ფეხბურთელის გაშვებას. პსჟ-ის ხელმძღვანელობას და მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს სურთ მომავალი სეზონისთვის ბარკოლას შენარჩუნება.
უფრო ადრე იტყობინებოდნენ, რომ ყველაზე აქტიურად გარემარბისთვის ბრძოლას „ლივერპული“ და „ბაიერნი“ აპირებდნენ.
ბრედლი ბარკოლამ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 58 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 19 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.