პროკურატურამ მარადონას მკურნალი ექიმისთვის 12-წლიანი პატიმრობა მოითხოვა #1TVSPORT

09:02, 13.10.2026

არგენტინის პროკურატურამ ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას მკურნალი ექიმისთვის, ნეიროქირურგ ლეოპოლდო ლუკესთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა TN-ი.

პროკურორებმა პატრისიო ფერარიმ და კოსმე ირიბარენმა ასევე 10-წლიანი პატიმრობა მოითხოვეს სამედიცინო კომპანიის კოორდინატორისთვის, ნენსი ფორლინისთვის, რვაწლიანი პატიმრობა – ფსიქიატრ აგუსტინა კოსაჩოვისთვის. ფსიქოლოგ კარლოს დიასს ხუთი წლით პატიმრობა ემუქრება, ხოლო ექთან რიკარდო ალმირონსა და ექიმ მარიანო პერონს – ოთხ-ოთხი წლით.

ბრალდების მხარემ გამოაცხადა, რომ მარადონასთვის გარდაცვალებამდე გაწეული სამედიცინო დახმარება არასათანადო იყო, ხოლო მისი სიკვდილის თავიდან აცილება შესაძლებელი გახლდათ. პროკურორ ფერარის თქმით, ყოფილ ფეხბურთელს გულის უკმარისობის ნიშნები ჰქონდა, თუმცა მკურნალმა ექიმებმა ამას სათანადო ყურადღება არ მიაქციეს.

„მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სავალალო შედეგი დამდგარიყო. ყურადღებას არ აქცევდს გულის უკმარისობის ნიშნებს. გარშემო ყველა ეუბნებოდა, რომ მარადონას შეშუპება და სითხის შეკავება ჰქონდა. ლუკეს პოზიცია ყოველთვის ერთი და იგივე იყო – არაფერი მოემოქმედა“, – განაცხადა ფერარიმ.

მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი