„პროკრედიტ ბანკი“ მსესხებლებს მათ ინდივიდუალურ გადახდისუნარიანობაზე მორგებულ პირობებს შესთავაზებს
„პროკრედიტ ბანკი“ მსესხებლებს მათ ინდივიდუალურ გადახდისუნარიანობაზე მორგებულ პირობებს შესთავაზებს

„პროკრედიტ ბანკი“ მზად არის, ფინანსური პრობლემების არსებობის შემთხვევაში, თითოეული მსესხებლის მდგომარეობა ინდივიდუალურად განიხილოს და მათ გადახდისუნარიანობაზე მორგებული პირობები შესთავაზოს. ამის შესახებ ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„თქვენი და ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება და ფინანსური კეთილდღეობა ყველაზე მნიშვნელოვანია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „პროკრედიტ ბანკი“ მზად არის, ფინანსური პრობლემების არსებობის შემთხვევაში, თითოეული მსესხებლის მდგომარეობა ინდივიდუალურად, დროულად განიხილოს და თქვენს გადახდისუნარიანობაზე მორგებული პირობები შემოგთავაზოთ, საჭირო პერიოდის მანძილზე (სამი თვე, ექვსი თვე თუ მეტი).

ბანკის მომსახურების პრინციპი დისტანციური არხების გამოყენებას გულისხმობს, რაც საშუალებას გვაძლევს, დღეს, ჩვეულ რეჟიმში განვაგრძოთ საქმიანობა და უზრუნველვყოთ თქვენი საბანკო საჭიროებები.

ჩვენ გიქმნით დაცულ გარემოს ონლაინ სივრცეში, მომსახურების უწყვეტად მისაღებად. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: მეტი კომუნიკაცია ონლაინ! ვიზრუნოთ ერთმანეთზე!“ – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.