პროექტი „ჩექინ ჯორჯია“ 2020 წელსაც გაგრძელდება
პროექტი „ჩექინ ჯორჯია“ 2020 წელსაც გაგრძელდება

პროექტი „ჩექინ ჯორჯია“ (Check in Georgia) 2020 წელსაც გაგრძელდება. ამის შესახებ პარლამენტის სესიაზე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, 2020 წელს ტურიზმის ხელშეწყობისთვის, რაშიც „ჩექინ ჯორჯიაც“ შედის, ჯამში 55 მილიონი ლარი მიიმართება.