პრესა - მბაპე ევრო 2020-ის შემდეგ „რეალში“ გადავა  #1TVSPORT
პრესა - მბაპე ევრო 2020-ის შემდეგ „რეალში“ გადავა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე პარიზულ კლუბში თავისი მომავალი კარიერის შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მიიღებს.

როგორც იტყობინებიან, მბაპეს უკვე ხელთ აქვს პსჟ-სთან გამზადებული კონტრაქტი, რომელიც 2025 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში, მაგრამ 22 წლის ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელობას ევრო 2020-ის დასრულებამდე მოცდა თხოვა.

უფრო შორს მიდის პორტალი Diario Sport, რომელმაც დაწერა, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მბაპე მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადებს.

ფორვარდის ამჟამინდელი კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ამ სეზონში ფრანგმა 46 მატჩში 41 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ასევე „რეალმა“ გამოაცხადა, რომ თუ კილიან მბაპეს ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ მოხერხდა, მადრიდული კლუბი „დორტმუნდის“ ფორვარდ ერლინგ ჰალანდზე გადაერთვება.