პრემიერლიგის ოცივე კლუბი არსენ ვენგერის იდეის წინააღმდეგ გამოდის #1TVSPORT
პრემიერლიგის ოცივე კლუბი არსენ ვენგერის იდეის წინააღმდეგ გამოდის #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც იტყობინება იმის შესახებ, რომ ჩემპიონატში მონაწილე ოცივე გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების წინააღმდეგ გამოდის.

„პრემიერლიგა ესწრაფვის აღკვეთოს ნებისმიერი რადიკალური ცვლილება ფიფა-ს საერთაშორისო კალენდარში 2024 წლის შემდეგ, რადგან ამან შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს მოთამაშეთა კეთილდღეობაზე და საფრთხის წინაშე დააყენოს ეროვნული ფეხბურთის კონკურენტუნარიანობა, კალენდარი, სტრუქტურა და ტრადიციები.

ჩვენ გახსნილები ვართ რეფორმებისთვის და ახალი იდეებისთვის, მაგრამ უნდა გავაძლიეროთ ურთიერთდამაკავშირებელი ბალანსი ეროვნულ და საერთაშორისო ფეხბურთს შორის, რათა გავაუმჯობესოთ თამაში ყველა დონეზე.

ეს პროცესი ასევე უნდა გულისხმობდეს მნიშვნელოვან შეთანხმებას ლიგებს შორის, რაც თამაშის საფუძველს შეადგენს.

გავაგრძელებთ მუშაობას გულშემატკივართა ჯგუფებთან, მოთამაშეებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებთან, რათა ვიპოვნოთ გადაწყვეტილება, რომელიც საუკეთესოდ პასუხობს ფეხბურთის გრძელვადიანი მომავლის ინტერესებს“, – წერია განცხადებაში.