პრემიერლიგის მატჩებს მაყურებელი მაისში დაუბრუნდება

20:46, 22.02.2021

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა გამოაცხადა იმ შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის მიზეზით იქნა შემოღებული. გეგმის მიხედვით, მაყურებელს 17 მაისიდან ნაწილობრივ შეეძლება სტადიონებზე დაბრუნება.

ასე რომ, ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ტური, რომელიც 23 მაისს არის დაგეგმილი, შესაძლოა, მაყურებლების თანდასწრებით გაიმართოს.

ინგლისის პრემიერლიგას 25 ტურის შემდეგ „მანჩესტერ სიტი“ ლიდერობს, რომელსაც 10-10 ქულით ჩამორჩებიან „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ლესტერი“.

მსგავსი