პრემიერლიგის კლუბებმა მოილაპარაკეს - ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „ნიუკასლს“ ფეხბურთელები არ მიჰყიდონ, რათა გუნდი ჩემპიონშიფში გავარდეს #1TVSPORT
პრემიერლიგის კლუბებმა მოილაპარაკეს - ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „ნიუკასლს“ ფეხბურთელები არ მიჰყიდონ, რათა გუნდი ჩემპიონშიფში გავარდეს #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგაში იზრდება უკმაყოფილება „ნიუკასლის“ ახალ მფლობელებთან დაკავშირებით. ოქტომბრის დასაწყისში კლუბი შეიძინა საინვესტიციო ფონდმა, რომელიც საუდის არაბეთის მთავრობას უკავშირდება. ასე რომ, „ნიუკასლი“ ინგლისის ჩემპიონატის ყველაზე მდიდარი კლუბი გახდა.

პრემიერლიგის სხვა კლუბების მფლობელები აპროტესტებენ ამ გარიგებას. გაზეთ Daily Mail-ის ინფორმაციით, ინგლისურმა კლუბებმა მოილაპარაკეს – არ მიჰყიდონ „ნიუკასლს“ ფეხბურთელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, რათა არ მისცენ კონკურენტს გაძლიერების საშუალება. მფლობელები იმედოვნებენ, რომ „ნიუკასლი“ დატოვებს პრემიერლიგას და ჩემპიონშიფში გავარდება.

„ბევრი კლუბის მფლობელი კერძო საუბრებში ამტკიცებს, რომ არ დაუთმობენ მოთამაშეებს „ნიუკასლს“. „სენტ ჯეიმს პარკზე“ იციან ამ სიტუაციის შესახებ და იანვარში კონცენტრირებულნი იქნებიან საშუალო ევროპული გუნდებიდან ფეხბურთელების გადაბირებაზე“, – დაწერა Daily Mail-მა.

„ნიუკასლი“ ბოლოსწინა მე-19 ადგილზეა ინგლისის ჩემპიონატში და 10 ტურში არც ერთი მატჩი არ მოუგია.