პრემიერლიგის კლუბებმა ერთი სატრანსფერო ფანჯრისას დახარჯული თანხის რეკორდი დაამყარეს, ექვსმა კლუბმა საკუთარი რეკორდი განაახლა #1TVSPORT
პრემიერლიგის კლუბებმა ერთი სატრანსფერო ფანჯრისას დახარჯული თანხის რეკორდი დაამყარეს, ექვსმა კლუბმა საკუთარი რეკორდი განაახლა #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგის კლუბებმა 2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ლიგის რეკორდი განაახლეს ახალ ფეხბურთელებში გადახდილი თანხის საერთო რაოდენობის მიხედვით.

მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს „ლიდსმა“ 18 მილიონი ფუნტი გადაიხადა „მილანიდან“ ნოა ოკაფორის შესაძენად, პრემიერლიგის კლუბების მიერ ტრანსფერებში დახარჯულმა თანხამ ჯამში 2.37 მილიარდი ფუნტი შეადგინა, რაც ახალი რეკორდია. წინა რეკორდი (2.36 მილიარდი) დამყარებული იყო 2023 წლის ზაფხულში.

გარდა ამისა, 2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ექვსმა კლუბმა განაახლა საკუთარი სატრანსფერი რეკორდი:

ლიდსი – ნოა ოკაფორი – 18 მლნ ფუნტი

ბრენტფორდი – დანგო უატარუ – 42.5 მლნ

ბარნლი – ლესლი უგოჩუკუ – 25 მლნ

სანდერლენდი – ჰაბიბ დიარა – 26 მლნ

ნოტინგემი – ომარი ჰატჩინსონი – 37.5 მლნ

ლივერპული – ფლორიან ვირტცი – 116 მლნ

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ 10 დღე რჩება და, მაგალითად, „ლივერპულს“ შეუძლია, კიდევ ერთხელ განაახლოს საკუთარი სატრანსფერო რეკორდი, თუმცა ჯერჯერობით „ნიუკასლი“ უარს ეუბნება მერსაისიდულ კლუბს 125 მილიონ ფუნტად ალექსანდერ ისაკის მიყიდვაზე.