პრემიერლიგაში ბოლბოებს მოთამაშეებისთვის ბურთის დაბრუნება აუკრძალეს #1TVSPORT
პრემიერლიგაში ბოლბოებს მოთამაშეებისთვის ბურთის დაბრუნება აუკრძალეს #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგაში ბურთის მიმწოდებელ ბავშვებს აღარ შეეძლებათ მატჩების მსვლელობისას მოთამაშეებისთვის ბურთის დაბრუნება.

როგორც ESPN-ი წერს, პრემიერლიგის რეგლამენტში ცვლილება შეიტანეს: ამიერიდან, როცა ბურთი მოედნის ფარგლებს ტოვებს, ფეხბურთელებმა თავად უნდა აიღონ ის სპეციალური სადგამებიდან.

ახალი წესის თანახმად, ბოლბოის შეეძლება მხოლოდ მოედნიდან გადასული ბურთის აღება და მისი თავისუფალ სადგამზე მოთავსება. მათ ეკრძალებათ უშუალოდ მოთამაშეებისთვის ბურთის დაბრუნება.

თამაშის ასაჩქარებლად და დროის გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად ამიერიდან პრემიერლიგის მატჩებში ხელმისაწვდომი იქნება 14 ბურთი – შვიდ-შვიდი მოედნის თითო ნახევარზე. ადრე ინგლისის ჩემპიონატის მატჩებზე 10 ბურთი გამოიყენებოდა.

გარდა ამისა, ბოლბოი, შეძლებისდაგვარად, სარეკლამო ბანერების უკან უნდა იდგეს.