პრემიერლიგას ორი კვირით გადადება ემუქრება
პრემიერლიგას ორი კვირით გადადება ემუქრება

ინგლისის პრემიერლიგის ხელმძღვანელობა შეშფოთებულია კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გამო. პრობლემები 28 დეკემბერს დაიწყო, როცა ინფიცირების ახალი შემთხვევების მიზეზით, საჭირო გახდა „ევერტონისა“ და „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრის გადადება.

როგორც გაზეთი „ტელეგრაფი“ წერს, კლუბები განიხილავენ იანვარში ორკვირიან შესაძლო პაუზას და ამის ბევრი და საფუძვლიანი საბაბი არსებობს.

* ბოლო ტესტირებამ პრემიერლიგაში 18 ინფიცირებული ფეხბურთელი გამოვლინა. სავარაუდოდ, მათგან უმრავლესობა „მანჩესტერ სიტიდანაა“. ამის გამო ლიგამ გაამკაცრა წესები – ახლა, კლუბებს მოუწევთ კვირაში ორჯერ ტესტების გავლა.

* კორონვირუსის აფეთქებაა „ფულჰემში“. კლუბის რამდენიმე წარმომადგენელმა ჩააბარა დადებითი ტესტი და გუშინ, „ფულჰემისა“ და „ტოტენჰემის“ მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

* იგივე სიტუაციაა „შეფილდში“. გუნდში რამდენიმე დადებითი ტესტია, თუმცა, მისი მატჩი “ბარნლისთან“ მაინც გაიმართა.

* „საუთჰემპტონის“ მთავარი მწვრთნელი რალფ ჰაზენჰიუტლი თვითიზოლაციაში წავიდა და გამოტოვა მატჩი „ვესტ ჰემთან“.

* ქვედა ლიგებში კორონავირუსის შემოტევისგან დაზარლდა ექვსი კლუბი. ყველაზე მეტად კი „სანდერლენდი“, სადაც 14 დადებითი ტესტია. სულ გაუქმდა 17 მატჩი.

ოფიციალური დადასტურება იმისა, რომ განიხილება ლიგის შეჩერება, ჯერჯერობით არ არსებობს.