პრემიერლიგამ სეზონის მთავარ პრიზებზე ნომინანტები გამოაცხადა #1TVSPORT
პრემიერლიგამ სეზონის მთავარ პრიზებზე ნომინანტები გამოაცხადა #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგის 2024-25 წლების სეზონის შედეგების მიხედვით გამოცხადდა ნომინანტები ძირითად კატეგორიებში.

საუკეთესო ფეხბურთელი – მორგან გიბს-უაიტი (ნოტინგემი), რაიან გრავენბერხი (ლივერპული), ალექსანდერ ისაკი (ნიუკასლი), ბრაიან მბეუმო (ბრენტფორდი), დეკლნ რაისი (არსენალი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული), კრის ვუდი (ნოტინგემი);

საუკეთესო მწვრთნელი – ტომას ფრანკი (ბრენტფორდი), ედი ჰაუ (ნიუკასლი), ნუნუ ეშპირიტუ სანტუ (ნოტინგემი), ვიტორ პერეირა (ვულვერჰემპტონი), არნე სლოტი (ლივერპული);

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (U23) – ლიემ დელაპი (იფსვიჩი), ენტონი ელანგა (ნოტინგემი), რაიან გრავენბერხი (ლივერპული), დინ ჰუისენი (ბორნმუთი), კოულ პალმერი (ჩელსი), ჟოაო პედრო ჟესუსი (ბრაიტონი), მორგან როჯერსი (ასტონ ვილა), ვილიამ სალიბა (არსენალი).

პრიზების მფლობელები გამოვლინდება გულშემატკივრებისა და ექსპერტების ხმის მიცემით. ფანებს 19 მაისამდე შეეძლებათ არჩევანის გაკეთება.