პრემიერლიგამ აშშ-ში ტელეუფლებები 2.7 მილიარდ დოლარად გაყიდა #1TVSPORT
პრემიერლიგამ აშშ-ში ტელეუფლებები 2.7 მილიარდ დოლარად გაყიდა #1TVSPORT

პრემიერლიგამ გარიგება დაუდო NBC-ის, რომლის მიხედვითაც ამერიკულ ტელეკომპანიას 2022-28 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ინგლისის ჩემპიონატის მატჩების ტრანსლიაციის უფლება მიენიჭა. კონტრაქტის თანხაა – 2.7 მილიარდი დოლარი, – დაწერა გაზეთმა The Financial Times-მა. NBC-ის კონკურენტები იყვნენ ViacomCBS და Disney ESPN.

წინა ხელშეკრულება პრემიერლიგასა და NBC-ის შორის 2015 წელს ერთ მილიარდ დოლარად გაფორმდა.

მაისში ინგლისის პრემიერლიგამ დიდ ბრიტანეთში ტელეუფლებები ამჟამინდელ პარტნიორებს Sky-ის, BT-სა და Amazon-ს 6.7 მილიარდ დოლარად მიჰყიდა. დღეისთვის ლიგა მოლაპარაკებებს აწარმოებს მატჩების ტრანსლიაციებზე კანადაში, კარიბის ზღვის ქვეყნებში, ცენტრალურ და ლათინურ ამერიკაში და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში.