მიუხედავად იმისა, რომ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონი ჯერ ეკვატორამდე არ მისულა, ლიგის ხელმძღვანელობამ უკვე გამოაქვეყნა 2025-26 წლების სეზონის მნიშვნელოვანი თარიღები.
პრემიერლიგის მომავალი სეზონი 2025 წლის 16 აგვისტოს დაიწყება. ბოლო ტური 2026 წლის 24 მაისს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ შობის წინა დღეს, 24 დეკემბერს მატჩები არ ჩატარდება.
კალენდარი ისე იქნება შედგენილი, რომ ფეხბურთელებს მაქსიმალური დრო ექნებათ დასვენებისთვის – როგორც სეზონის დასაწყისში (83 დღე სეზონებს შორის), ასევე ბოლოში, რათა ფეხბურთელებმა მოასწრონ დასვენება მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის წინ.