პრემიერლიგამ 2021-22 წლების სეზონი დაწყების თარიღი გამოაცხადა #1TVSPORT
პრემიერლიგამ 2021-22 წლების სეზონი დაწყების თარიღი გამოაცხადა #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგის პრესსამსახურმა ოფიციალურად გამოაცხადა ახალი სეზონის დაწყების თარიღი.

2021-22 წლების ჩემპიონატის სტარტი 14 აგვისტოსთვის დაიგეგმა, ბოლო ტურის გამართვა კი 2022 წლის 22 მაისისთვის არის დაგეგმილი. ბოლო სათამაშო დღის ყველა მატჩი ერთ დროს დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონი ინგლისის ჩემპიონატში 2020 წლის 12 სექტემბერს დაიწყო და 23 მაისს დასრულდება. გათამაშებას „მანჩესტერ სიტი“ ლიდერობს.