ინგლისის პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ ახალი სეზონისთვის კალენდარი წარადგინა.
ჩემპიონატი 12 სექტემბერს დაიწყება. ამ დღეს ექვსი მატჩი გაიმართება. მათი დაწყების დროა – 18 საათი თბილისის დროით:
კრისტალ პალასი-საუთჰემპტონი
ფულჰემი-არსენალი
ლივერპული-ლიდსი
ტოტენჰემი-ევერტონი
ვესტ ბრომვიჩი-ლესტერი
ვესტ ჰემი-ნიუკასლი
14 სექტემბერს ორი მატჩი იქნება:
ბრაიტონი-ჩელსი
შეფილდი-ვულვერჰემპტონი
სხვა დროისთვის გადაიდო ორი შეხვედრა: „ბარნლი“-„მანჩესტერ იუნაიტედი“ და „მანჩესტერ სიტი“-„ასტონ ვილა“. ამის მიზეზი ის არის, რომ მანჩესტერულმა კლუბებმა გვიან დაასრულეს ევროტურნირები.
პრემიერლიგის 2020-21 წლების სეზონის ბოლო ტური 23 მაისს გაიმართება.