პრემიერლიგა ყველაზე ძვირფასი ლიგაა ფეხბურთელების ღირებულებით #1TVSPORT
პრემიერლიგა ყველაზე ძვირფასი ლიგაა ფეხბურთელების ღირებულებით #1TVSPORT

ესპანურმა ვებგვერდმა, „რელევომ“ შეადგინა ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო ლიგების რეიტინგი მათში მონაწილე ყველა ფეხბურთელის საერთო ღირებულების მიხედვით.

ყველაზე ძვირფასი ლიგა გახდა ინგლისის პრემიერლიგა. იქ მოთამაშე ფეხბურთელები შეფასებულნი არიან 11.77 მილიარდ ევროდ.

შემდეგ მოდიან: ესპანეთი (5,29 მლრდ), იტალია (5,07 მლრდ), გერმანია (4,48 მლრდ), საფრანგეთი (3,52 მლრდ), ბრაზილია (1,63 მლრდ), პორტუგალია (1,59 მლრდ), ნიდერლანდები (1,28 მლრდ), MLS-ი (1,24 მლრდ), თურქეთი (1,15 მლრდ), საუდის არაბეთი (1,02 მლრდ), არგენტინა (962 მლნ) და ბელგია (960 მლნ).