პრემიერლიგა უახლოესი ტურის გადადებას აპირებს #1TVSPORT
პრემიერლიგა უახლოესი ტურის გადადებას აპირებს #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგის მეშვიდე ტურის მატჩები, შესაძლოა, დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო გადაიტანონ.

დიდ ბრიტანეთში სამგლოვიარო პროცედურის ფარგლებში ამოქმედდება მთელი რიგი პროტოკოლები, რომლებიც სპორტულ ღონისძიებებსაც ეხება.

პრემიერლიგის ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებას მიიღებს კულტურის, მედიისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით.

ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გადაიტანენ სპორტულ ღონისძიებებს, რომელთა თარიღი ელისაბედ II-ის დაკრძალვის თარიღს დაემთხვევა.

გაზეთი Daily Star აღნიშნავს, რომ პრემიერლიგის ხელმძღვანელობა არ მოისურვებს უახლოესი მატჩების ჩატარებას.