პრემიერლიგა კორონავირუსის გამო სეზონის ვადაზე ადრე დასრულებას განიხილავს
პრემიერლიგა კორონავირუსის გამო სეზონის ვადაზე ადრე დასრულებას განიხილავს

ინგლისის პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ დაუშვა იმის შესაძლებლობა, რომ 2020-21 წლების სეზონი კორონავირუსის პანდემიის გამო, ნაადრევად დასრულდეს.

სამშაბათს, კლუბებისთვის შეკრება გაიმართა, რომელზეც განიხილეს ტურნირის შეწყვეტის შესაძლო კრიტერიუმები. როგორც ირკვევა, თუ ჩემპიონატის დაწყებიდან გასული იქნება სატურნირო დისტანციის ორი მესამედი ან სამი მეოთხედი, პირველობას ვადაზე ადრე დასრულებულად გამოაცხადებენ. ხოლო თუ გუნდებს ნათამაშები ექნებათ ორ მესამედზე ან სამ მეოთხედზე ნაკლები, მაშინ ჩემპიონატი გაუქმებულად გამოცხადდება.

2019-20 წლების სეზონი ინგლისში მარტში შეაჩერეს და ივნის-ივლისში დაასრულეს.

დატოვე კომენტარი