პორზინგისმა ლატვიის ერთ-ერთ ღამის კლუბში იჩხუბა (ვიდეო)
პორზინგისმა ლატვიის ერთ-ერთ ღამის კლუბში იჩხუბა (ვიდეო)

კრისტაპს პორზინგისს, დალას მავერიკსში გადასვლის შემდეგ, ახალი გუნდის შემადგენლობაში ჯერჯერობით არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია, თუმცა ლატვიელ სუპერვარსკვლავს ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი უსიამოვნო ფაქტი გადახდა.

რამდენიმე თვის წინ, პორზინგისს სასამართლოში ქალბატონმა უჩივლა, რომელიც სპორტსმენს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

გარდა ამისა,  კვირას, 12 მაისს, კრისტაპსმა ლატვიის ერთ-ერთ კლუბში იჩხუბა. გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენს ინციდენტი რუსეთის მოქალაქეებთან მოუვიდა, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ მის მიერ ნიუ-იორკის დატოვებით და დალასში გადასვლით.