პორტუგალიური გამოცემა – „სპორტინგს“ ქოჩორაშვილის ტრანსფერში გადახდილი თანხის დაბრუნება გაუჭირდება #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილი უახლოეს დღეებში „სპორტინგს“ წინასასეზონო შეკრებაზე შეუერთდება, მაგრამ ქართველი ფეხბურთელი გუნდის მთავარი მწვრთნელის, რუი ბორხესის სამომავლო გეგმებში არ შედის, – ამის შესახებ გამოცემა „ლეონინო“ წერს.
„„სპორტინგი“ ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს და ფეხბურთელებთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხის მოგვარება მოუწევს. იმ ფეხბურთელებს შორის, ვინც მთავარი მწვრთნელის გეგმებში არ შედის, ერთ-ერთი გიორგი ქოჩორაშვილია. გასულ სეზონში ქართველმა ნახევარმცველმა 26 მატჩი ჩაატარა, მაგრამ „ლევანტეში“ ნაჩვენები თამაშის ხარისხი ვერ აჩვენა.
მიუხედავად იმისა, რომ ქოჩორაშვილს ესპანეთში თამაშისა და საქართველოს ნაკრებში რეგულარული გამოსვლების გამო კვლავ პატივს სცემენ, „სპორტინგს“ მის ტრანსფერში გადახდილი თანხის დაბრუნება გაუჭირდება“, – წერს „ლეონინო“.