პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი - ფეხბურთი გულშემატკივრის გარეშე ჩემთვის მიუღებელია [ვიდეო] #1TVSPORT
პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი - ფეხბურთი გულშემატკივრის გარეშე ჩემთვის მიუღებელია [ვიდეო] #1TVSPORT

ბუდაპეშტში გამართული მატჩში, რომელსაც 55 662 მაყურებელი დაესწრო, პორტუგალიამ უნგრეთი სამბურთიანი სხვაობით დაამარცხა – 3:0. 

მარკო როსი (უნგრეთის მთავარი მწვრთნელი):

„უკეთესი რეაქცია უნდა გამოგვევლინა. გარისკვის გარეშე უნდა შეგვენარჩუნებინა პოზიციები. ამის ნაცვლად, დავკარგეთ ერთიანობა, მთლიანობა. ალბათ, ეს ჩემი ბრალია, რადგან გავაკეთე ისეთი ცვლილებები, რომლებმაც არ იმუშავა. მთლიანად ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას. და დიახ, ძალიან იმედგაცრუებული ვარ, თუმცა იმედგაცრუებული ვარ შედეგის და არა თამაშის ხარისხის გამო. ვიმეორებ, 84-ე წუთამდე კარგად ვითამაშეთ.“

 

ფერნანდო სანტოში (პორტუგალიის მთავარი მწვრთნელი):

„ვფიქრობ, სამართლიანად მოვიგეთ. ახლა გერმანიასთან გასამართ მატჩზე ვფიქრობთ. წინ უნდა ვიყუროთ. ეს ჯგუფური ეტაპია და ის უნდა დავძლიოთ. როგორც სკოლარი იტყოდა, ან უნდა მოვკლათ, ან მოგვკლავენ.

ვიცით, რომ ყველა შეხვედრას თავისი სპეციფიკა ექნება. გერმანია უძლიერესი გუნდია, საუკეთესო ფეხბურთელებითა და მწვრთნელით. რთული თამაში გველოდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ იოაჰიმ ლიოვიც ამავეს ფიქრობს. ორივეს შეგვიძლია მოგება, რადგან მაღალი დონის ნაკრებები ვართ. არცერთს გვეშიანია ერთმანეთის და გვაქვს ერთმანეთის პატივისცემა.

ფანების წინაშე თამაში შესანიშნავი იყო. ფეხბურთი გულშემატკივრის გარეშე ჩემთვის მიუღებელია. ფეხბურთელებსაც სჭირდებათ მაყურებელი. მინდა, მადლობა გადავუხადო 6000 პორტუგალიელ ქომაგს, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად იყვნენ. მათი ხმა ყველაზე კარგად ისმოდა.“