პორტუგალიის მწვრთნელი - რონალდოს მთავარი ოცნება მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა #1TVSPORT
პორტუგალიის მწვრთნელი - რონალდოს მთავარი ოცნება მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა #1TVSPORT

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტოშმა განაცხადა, რომ კრიშტიანო რონალდოს ყველაზე დიდი ოცნება მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა. 

„რონალდო ყოველთვის მოტივირებულია, მაგრამ მისი მოტივაცია კიდევ უფრო იზრდება, როცა ეროვნულ ნაკრებში თამაშობს,  – მოჰყავს A Bola-ს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელის სიტყვები. – როცა ის ნაკრებშია, საკუთარ მიზნებს ივიწყებს და ეროვნული გუნდის მიზნებზე ფიქრობს.

მისი უდიდესი ოცნებაა, პორტუგალიის ნაკრების ფორმით მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს“, – ამბობს ფერნანდუ სანტოში.