რონალდ კუმანი – მესი „ბარსელონას“ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის მატჩში „ბარსელონა“ „უესკას“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 4:1.
კატალონიელთა არგენტინელი სუპერვარსკვლავისთვის ეს შეხვედრა „ბარსელონას“ ფორმით ჩატარებული 767-ე მატჩი იყო. ამ მონაცემებით ლიონელ მესიმ ჩავის რეკორდი გაიმეორა და დუბლიც შეასრულა.
„მესიმ გვაჩვენა, რომ ის საუკეთესოა, – ციტირებს „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის სიტყვებს „მარკა“. – პირველი გოლი დაუჯერებელი იყო.
ლეოს შესახებ ბევრი თქმულა და ძნელია რამე დაამატო. მესი „ბარსელონას“ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და საბედნიეროდ, ის კვლავ ჩვენთან არის“, – განაცხადა რონალდ კუმანმა.
შეგახსენებთ, რომ მესის კონტრაქტი კატალონიურ გრანდთან წელს იწურება.
𝟳𝟲𝟳 𝗚𝗔𝗠𝗘𝗦
𝗧𝗢𝗨𝗖𝗛𝗜𝗡𝗚 𝗧𝗛𝗘 𝗦𝗞𝗬#Messi767 #Messi pic.twitter.com/udj2ip76DV
— FC Barcelona (@FCBarcelona) March 15, 2021
🏆 Player of the Month.
⚽️ 20th goal of the season.
🔝 Record @FCBarcelona appearance.Leo Messi poses with #LaLigaSantander‘s February #POTM trophy ahead of #BarçaHuesca! 🐐#MVP pic.twitter.com/RNiT1ILkcD
— LaLiga English (@LaLigaEN) March 15, 2021