პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია - დიოგო ჟოტა არა მხოლოდ შესანიშნავი ფეხბურთელი, არამედ განსაკუთრებული ადამიანიც იყო #1TVSPORT
პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია 28 წლის ფეხბურთელის, დიოგო ჟოტას ტრაგიკულად გარდაცვალებას გამოეხმაურა.
„დიოგო ჟოტა არა მხოლოდ შესანიშნავი ფეხბურთელი, არამედ განსაკუთრებული ადამიანიც იყო, რომელსაც თანაგუნდელები და მეტოქეები დიდ პატივს სცემდნენ. მას ახასიათებდა სიცოცხლით სავსე, დადებითი დამოკიდებულება და იყო ღირსეული მაგალითი საკუთარი საზოგადოებისათვის.
ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დიოგოსა და ანდრე სილვას ოჯახების, ასევე მათი კლუბების – „ლივერპულისა“ და „ფენაფიელის“ მიმართ. როგორც ცნობილია, ფედერაციამ უკვე მიმართა უეფა-ს თხოვნით, ხუთშაბათს, ქალთა ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალია-ესპანეთის მატჩის დაწყებამდე წუთიერი დუმილით მიაგონ პატივი დაღუპულთა ხსოვნას.
დავკარგეთ ორი ჩემპიონი. დიოგოსა და ანდრეს დაღუპვა პორტუგალიური ფეხბურთისთვის უდიდესი დანაკლისია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი მემკვიდრეობა ღირსეულად შევინახოთ და პატივი მივაგოთ“, – ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.